20:41 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 15:12:53, 527 ნახვა

სამართალი
აფენში დაკავებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

აფენში დაკავებული 3 მამაკაცი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ნანა ჭალათაშვილმა ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულებს სასამართლო პროცესზე არ ყავდათ პირადი ადვოკატი და საკუთარი თავის დაცვა თვითონ მოუწიათ. ასევე სასამართლო პროცეს ის ადგილობრივები ესწრებოდნენ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ მათი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესო აქცია გამართეს, თუმცა მათ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გააკეთეს. ამ საქმეზე შემდეგ პროცესს, გურჯაანის რაიონული სასამართლო, 23 აპრილს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ 3 მამაკაცი ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში 23 თებერვალს დააკავეს. შემთხვევაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. საქმე, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რაც პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილი ძალადობის ფაქტს გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics