13:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 18:16:46, 541 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ამერიკის მრჩეველთა ჯგუფი ეწვია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამერიკის მრჩეველთა ჯგუფის „თავდაცვის ინსტიტუციური მშენებლობის'' რესურსების მართვის ჯგუფის წარმომადგენლები ესტუმრნენ. კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების თემაზე გამართულ სემინარს კვლევისა და განვითარების (RAND) კორპორაციის თავდაცვის ანალიტიკოსი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი ბრიუს ბახი უძღვებოდა.
სემინარზე განიხილეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, სამხედრო სტრატეგიის, დოქტრინების, თეთრი წიგნისა და სხვა კონცეპტუალური და მარეგულირებელი დოკუმენტების როლი შეირაღებული ძალებისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში, ასევე, დოკუმენტების იერარქიული დამოკიდებულება და მათი გამოყენების წესები.
„სემინარის მიზანია, განვიხილოთ თავდაცვის სფეროში სტრატეგიული დონის დოკუმენტების მნიშვნელობა. ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორია კავშირი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, თავდაცვის კონცეფციასა და იმ დოქტრინებს შორის, რომლითაც ხელმძღვანელობენ შეიარაღებული ძალები საველე პირობებში, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქართველი სამხედროები გამოიყენებენ,“ - განაცხადა ბრიუს ბახმა.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის უწყების გენერალური შტაბისა და სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ. სემინარი ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.
ვიზიტის ფარგლებში ამერიკის მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლები 23-25 თებერვალს სემინარს შესყიდვების პოლიტიკისა და პროცედურების საკითხებზეც ჩაატარებენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics