|
2016-02-22 12:27:11, 634 ნახვა
სამართალი
კახა კახიშვილი: დამატებითი საგამოძიებო სტრუქტურების შექმნის მომხრე არ ვარ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის მომხრე არ არის. ამის შესახებ კახიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-ში განუცხადა "არ ვარ მომხრე დამატებითი სტრუქტურების შექმნის იმიტომ, რომ ასე ძალიან შორს წავალთ. თუ კომისარიატი გამოიძიებს უწყებაში მომხდარ დანაშაულს, კომისარიატში ჩადენილ დანაშაულს ვინღა გამოიძიებს?! მაშინ კომისარიატის კომისარიატი შევქმნათ და ა.შ.",-განაცხადა კახა კახიშვილმა. სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-ში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე ამწუთებში მსჯელობენ. კანონპროექტი 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა და ის დამოუკდიებელი ორგანოს შექმნას გულისხმობს. კომისია მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დანაშაულებს გამოიძიებს და არც პროკურატურას და არც სამინისტროებს არ დაექვემდაბარება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)