02:28 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 10:43:20, 575 ნახვა

ეკონომიკა
კალაძე „გაზპრომის“ ხელმძღვანელებთან დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია ,,გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან მორიგ სამუშაო შეხვედრას დღეს ვენაში გამართავს.

მოლაპარაკებების დეტალები შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

საქართველოსა და კომპანია „გაზპრომს“ შორის მოლაპარაკებები, მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ სომხეთში გაზის ტრანსპორტირების ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართულ მხარეს ნედლეულის ნაცვლად ფულის გადახდა შესთავაზა.

წინა შეთანხმების ვადა 2015 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. ამასთან ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ „გაზპრომისაგან“ კომერციულ გაზს იყიდის.

სომხეთში გაზის ტრანზიტის ანაზღაურების თაობაზე, ენერგეტიკის სამინისტროს  „გაზპრომთან“ შეთანხმება ჯერ არ მიუღწევია, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 22 იანვარს რუსულ კომპანიასთან გამართული მორიგი მოლაპარაკებების შემდეგ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics