15:11 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 18:58:10, 552 ნახვა

სამხედრო
ეუთოს შტაბ-ბინაში სამხედრო დოქტრინების მაღალი დონის სემინარი გაიმართა

ეუთოს შტაბ-ბინაში სამხედრო დოქტრინების მაღალი დონის სემინარი გაიმართა. სემინარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა.

ტრენინგზე ძირითადი ყურადღება ეუთოს წევრ ქვეყნებში სამხედრო დოქტრინების კუთხით არსებულ სიტუაციასა და დოქტრინებში შეტანილ ცვლილებებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო ეუთოს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებს. მონაწილეებმა ევროპაში მიგრაციის კრიზისი, ტერორიზმი, ჰიბრიდული ომი და კიბერსაფრთხეები, მათი გამოწვევის მიზეზები და შესაძლო გადაჭრის გზებიც განიხილეს. დისკუსიებში არაერთხელ გაესვა ხაზი რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის უგულებელყოფას, რომელიც უკრაინასა და საქართველოში სამხედრო აგრესიითა და ტერიტორიების მიტაცებით გამოიხატება.

სემინარის ფარგლებში ქართულმა მხარემ შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის სახელწიფო მდივნის მოადგილესთან, როუზ გოტემიულერთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის პოლიტიკას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ წარმოებულ მცოცავ აგრესიას. როუზ გოტემიულერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და განაცხადა, რომ „ევროპული მხარდაჭერის ინიციატივის“ (ERI) ფარგლებში, აშშ საქართველოსთვის, როგორც სტრატეგიულ პარტნიორისთვის, მნიშვნელოვანი დახმარებას გაწევას აპირებს. შეხვედრის დასასრულს პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ეუთოს შტაბ-ბინაში სემინარი ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. შეხვედრა ჰოლანდიის თავმჯდომარეობით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics