22:03 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-04 13:44:25, 353 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ ბათუმში ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გამართა

"საქართველოს ბანკი" ბიზნესის მხარდაჭერასა და მეწარმეობის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღონისძიებების სერიას რეგულარულად ახორციელებს. ამჯერად, ბანკის ინიციატივითა და  EFSE Entrepreneurship Academy-ს მხარდაჭერით, თანამედროვე გაყიდვების ვორკშოპი გაიმართა, რომელსაც Flowmaster-ის დამფუძნებელი, ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა.

2-დღიან შეხვედრაზე დამსწრეები თანამედროვე გაყიდვების მთავარ მიმართულებებსა და ინსტრუმენტებს, ასევე თანამედროვე მოლაპარაკების ინსტრუმენტებს გაეცნენ.

„ჩვენთვის, ბიზნესის მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტისთვის, განსაკუთრებით პრიორიტეტულია საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება. გაყიდვები ბიზნესის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილია, ამიტომ მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია, ამ და სხვა მოთხოვნადი საკითხების შესახებ მეწარმეებს ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ. სასიხარულოა, რომ ვაგრძელებთ ქალი მეწარმეების მხარდასაჭერ ღონისძიებების ციკლს და ამჯერად მათ ბათუმში შევხვდით. ქალი მეწარმეები სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგანან, ცოდნის გაზიარების გზით კი ჩვენ ხელს ვუწყობთ უთანასწორობის შემცირებასა და ეკონომიკის გაძლიერებას“, - აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics