02:26 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 16:14:01, 624 ნახვა

სამართალი
წულუკიანი: დიახ, 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა

დიახ, 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიუნხენში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან კარგად არის მოტივირებული.

„ჩვენი მთავარი იარაღი და სამუშაო ინსტრუმენტი ამ საქმეში არის გამჭვირვალობა, თანამშრომლობა, რომ შევძლოთ საერთაშორისო დონეზე და ამ სასამართლოს ფარგლებში მტკიცებულებებით ვაჩვენოთ, რომ დიახ, 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა, რომ იქ ჩვენი არაერთი კულტურული მემკვიდრეობა და სულიერი კერა განადგურდა. მადლობა გადავუხადე მე პირადად ქალბატონ ბენსუდას იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან კარგად მოტივირებული და მოტივირებულია იმაში, რომ ეს იყო საერთაშორისო კონფლიქტი, რომ ქართველები იყვნენ მსხვერპლნი და, რომ სამხერთ ოსეთი არის საქართვლო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ცნობისთვის, მიუნხენში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვედრას, იუსტიციიის მინისტრის გარდა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ტავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics