13:49 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 17:01:32, 339 ნახვა

რეგიონი
კასპში მდინარე ლეხურას მარცხენა სანაპიროზე 848 გრძივი მეტრი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს

ქალაქ კასპში მდინარე ლეხურას მარცხენა სანაპიროზე 848 გრძივი მეტრი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, სამუშაოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „სარტყელი“ ახორციელებს.

"მშენებლმა კომპანიამ მანამდე კი  მდინარის კალაპოტის ამოწმენდის და დაღრმავების სამუშაო შეასრულა.

აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, ვინაიდან დაცული იქნება იმ მოსახლეობის საცხოვრებელი ბინები და მიწის ფართობები, რომლებიც მდინარის კალაპოტის გასწვრივ მდებარეობენ.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება  1 087 976 ლარია", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics