01:46 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-28 20:18:57, 1169 ნახვა

ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე - ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური და ენერგეტიკული პოლიტიკის შედეგია

ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება განაპირობა ჩვენი ქვეყნის  სწორმა  ეკონომიკურმა და   ენერგეტიკულმა პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს მთავრობა თანმიმდევრული ნაბიჯებით ახორციელებს უკვე წლების განმავლობაში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მესამე წელია, საქართველო, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით,  ინარჩუნებს გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. როგორც ცინცაძემ აღნიშნა, 2021-22 წლებში გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და  მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2023 წელსაც გრძელდება - ათი თვის მონაცემებით, შვიდ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, რაც, მინისტრის მოადგილის განცხადებით,  თავისთავად განაპირობებს იმას, რომ ეროვნული ვალუტა არის მყარი და სტაბილური.

„უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი სამომხმარებლო კალათის მნიშვნელოვანი კომპონენტია და შესაბამისად, ტარიფის შემცირება პოზიტიური ფაქტორია ინფლაციის მიზნობრივ დონეზე შენარჩუნების თვალსაზრისით, მეორე მხრივ, ეს გაზრდის  მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას" - აღნიშნა ცინცაძემ.

მისივე შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ასევე კერძო სექტორის საქმიანობაზე, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესზე, რაც, მინისტრის მოადგილის თქმით, ხელს შეუწყობს წარმოების ხარჯების შემცირებას და შესაბამისად, გაზრდის ქართული ბიზნესების კონკურენტუნარიანობას როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

საქართველოში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. შემცირებული ტარიფები 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics