18:38 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 14:14:05, 965 ნახვა

რეგიონი
აჭარაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მომწოდებლები „მაგნოლია 2023“-ზე გამოვლინდება

წელს, „მაგნოლია 2023“-ის დაჯილდოების ცერემონია ბათუმში ტრადიციულად დეკემბრის ბოლოს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, გამარჯვებულებს 14 სხვადასხვა ნომინაციაში ტურისტები და აჭარის ტურისტულის სექტორის წარმომადგენლები გამოავლენენ.

„დღეიდან რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ონლაინ ვებგვერდზე https://serviceajara.ge/ ხმის მიცემით შეუძლია შეაფასოს. გარდა ონლაინ გამოკითხვისა გამარჯვებულთა გამოსავლენად გამოიყენება ტურისტების კვლევა (პირისპირი გამოკითხვის მეთოდით), ტურისტული სექტორის გამოკითხვა და Booking.com-ის, Google Map-ის, Trip Adviser-ის, Facebook.com-ის მონაცემები და შეფასებები.

„მაგნოლია 2023“-ზე გაირკვევა თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, ტურისტულ ატრაქცია/მუზეუმს, გიდს, ტურისტულ სააგენტოსა და ტურისტულ მარშრუტს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება. ჯამში, ღონისძიებაზე გამარჯვებულები 14 ნომინაციაში გამოვლინდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics