2015-02-10 17:18:11, 633 ნახვა
ეკონომიკა
დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ გაუფასურდა
დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ გაუფასურდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 11 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.0421 ლარად იქნება შესაძლებელი.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0075 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს შეძენა ხვალ 2.3055 ლარად იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან