18:20 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-07 11:53:29, 1037 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, კასპის მუნიციპალიტეტში ზემო ხანდაკი - ხოვლეს - ადგილობრივი მნიშვნელობის გზიდან, სოფელ კალოუბანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.

"გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ადგილზე გაეცვნენ.

სოფლის ბოლომდე მისასვლელი 1 500 გრძივი მეტრი სიგრძის გზის აღდგენას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ახორცილებს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 758 737 ლარის ფარგლებში განხორციელდება.

გზაზე, რომელზეც აქამდე ასფალტი არასდროს ყოფილა - ასფალტის ორ ფენიანი საფარი დაიგება, ამ ეტაპზე კი მიწის ვაკისის მოწყობა მიმდინარეობს",- აღნიშნულია კასპის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics