2023-10-03 12:58:21, 1080 ნახვა
რეგიონი
კასპში, მაზნიაშვილის ქუჩაზე არმირებული კედლის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს
ქალაქ კასპში მაზნიაშვილის ქუჩაზე არმირებული კედლის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
კასპის მერიის ცნობით, არმირებული კედლის მოწყობის სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “ვერ ბალ გრუპი“ ახორციელებს.
„პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 268 999 ლარია.
შპს “ვერ ბალ გრუპი“ ამჟამად ბეტონის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.
პროექტის დასრულება მომავალში უზრუნველყოფს მიწის ჩამოშლის საშიშროების თავიდან აცილებას“,- აღნიშნულია კასპის მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),