16:50 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 10:23:37, 1021 ნახვა

რეგიონი
შუშანა სურმანიძე - აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით შევძელი ძვირადღირებული მედიკამენტით სარგებლობა - პროგრამაში ჩართვის შემდეგ მხედველობა აღმიდგა

შუშანა სურმანიძე ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარია, რომელიც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საპილოტე პროგრამაში - "თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა ახალი თაობის ძვირადღირებული ანტიანგიოგენური მედიკამენტებით" ჩაერთო. 

მას რამდენიმე პროცედურა უკვე ჩაუტარდა და მხედველობა ფაქტობრივად აღუდგა.

"შაქრიანი დიაბეტის გამო, მხედველობა ისე დამიქვეითდა, დამოუკიდებლად გადაადგილება და ოჯახის წევრების გარჩევა მიჭირდა. რადგან ვაკმაყოფილებდი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამის კრიტერიუმებს, ექმმა მირჩია მასში ჩართვა. პირველივე პროცედურის შემდეგ მივიღე შედეგი. მხედველობა ისე აღმიდგა, რომ უკვე დამოუკიდებლად ვახერხებ გადაადგილებას,  ისევ შევძელი ოჯახში ფუსფუსი და შვილიშვილების მოსიყვარულება. ვერ გამოვხატავ იმ სიხარულს და მადლიერებას, რაც სამინისტროს მიმართ მაქვს, რადგან ჩემი ფინანსური შესაძლებლობით ვერასდროს მოვახერხებდი, ძვირადღირებული პრეპარატის შეძენას", - ამბობს პროგრამის მოსარგებლე, შუშანა სურმანიძე.

მიმდინარე წლის ივლისიდან, სამინისტრო მოსარგებლეთა არეალს აფართოებს და მასში ჩართვა თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მქონე კიდევ უფრო მეტ პაციენტს შეეძლება.

ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics