13:33 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 17:15:28, 2369 ნახვა

Lifestyle
საკულტო ჯგუფი Imagine Dragons თბილისში კონცერტს გამართავს

შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი, Black Sea Arena საკულტო ჯგუფი  Imagine Dragons კონცერტს გამართავს. 

Black Sea Arena 2-წლიან კამპანიას, Starring Georgia-ს იწყებს, რომლის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა პოპულარული ჯგუფისა და შემსრულებლის კონცერტი გაიმართება. თბილისსა და შეკვეთილს ეწვევიან ჯგუფები

31 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამერიკული ჯგუფის, Imagine Dragons-ის კონცერტი გაიმართება.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2023-2024 წლებში საქართველოს "მსოფლიო დონის მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები" ეწვევიან. ღარიბაშვილის თქმით, ამ მიზნით, მთავრობამ 70 მილიონი გამოყო.

Imagine Dragons —არის  ამერიკული ინდი-ჯგუფი, რომელიც შტატ ნევადაში, ლას ვეგასში ჩამოყალიბდა. მისი ამჟამინდელი წევრები არიან წამყვანი ვოკალისტი დენ რეინოლდსი, ბასისტი ბენ მაკკი, გიტარისტი უეინ სერმონი და დრამერი დენ პლატცმენი. დიდი წარმატება მათ სადებიუტო ალბომმა Night Visions-მა მოუტანა, რომელიც 2012 წლის 4 სექტემბერს გამოვიდა. ამერიკულმა ჟურნალმა ბილბორდმა ჯგუფი "2012 წლის ყველაზე კაშკაშა ახალბედა ვარსკვლავებად" და "2017 წლის ყველაზე დიდ ბენდად" დაასახელა. როლინგ სტოუნმა კი მათი ჰიტი „Radioactive“, რომელიც რეკორდს ფლობს Billboard Hot 100-ში ყველაზე ბევრი კვირით ყოფნისთვის, უდიდეს როკ-ჰიტად მონათლა. Imagine Dragons-ს მოგებული აქვს სამი ამერიკული მუსიკალური ჯილდო, ცხრა ბილბორდის მუსიკალური ჯილდო, ერთი გრემის ჯილდო, ერთი MTV-ს ვიდეო-მუსიკალური ჯილდო და ერთიც მსოფლიოს მუსიკალური ჯილდო. 2014 წლის მაისში ჯგუფი ნომინირებული იყო ბილბორდის თოთხმეტ მუსიკალურ ჯილდოზე, მათ შორის წლის საუკეთესო არტისტის და მაილსტოუნის ჯილდოზე, რომელიც არტისტს გადაეცემა ინოვაციურობისა და შემოქმედობითობის აღსანიშნავად სხვადასხვა ჟანრში. 2018 წლის აპრილში კი ჯგუფმა თერთმეტი ნომინაცია მოიპოვა ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოებიდან. ჯგუფს გაყიდული აქვს 20 მილიონი ალბომი და 35 მილიონი სინგლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics