03:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 16:22:58, 1318 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ხარაძე უძღვებოდა.

ქედის მერიის ცნობით, საბჭომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილა: გენდერული თანასწორობის საბჭოს პერსონალური შემადგენლობის ფორმირება და 2023 წლის "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებულ დასახლებათა საერთო კრებებში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა.

"გენდერული საბჭოს შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდა, კერძოდ დაემატა ორი ახალი წევრი: ფრაქცია ,,ქართული ოცნების თავმჯდომარე ლევან ვერძაძე და ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხებში მირანდა ფარტენაძე.

წევრებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე წლის "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებულ დასახლებათა საერთო კრებებში ქალთა ჩართულობის აუცილებლობაზე", - ნათქვამია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics