03:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 10:49:51, 1269 ნახვა

რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში - BAU“ სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა გამართა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, ,,ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში - BAU“  სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პროგრამების ირგვლივ ახალი იდეებისა და საჭიროებების გამოვლენა.

,,პერმანენტულად ვმართავთ მიზნობრივ შეხვედრებს სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან, მოქალაქეებთან, საზოგადოების წევრებთან, რათა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ყველა პროგრამა იყო პაციენტის საჭიროებებზე მორგებული, ვინაიდან ერთგვარი ინდიკატორი სწორედ პროგრამით მოსარგებლის კმაყოფილებაა. დღეს, შეხვედრა გავმართეთ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად განვიხილეთ გასული წლის თანამშრომლობა, გავაცანით მიმდინარე პროგრამები და მოვისმინეთ თუ რა შესაძლო ცვლილებები შეიძლება განახორციელოს სამინისტრომ კონკრეტულ სერვისებში“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გაწეული წვლილისათვის, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის დერმატოვენეროლოგი, ექიმი როსტომ ცინცაძე დააჯილდოვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics