03:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 10:56:20, 1327 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ფილიპინების რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრს შეხვდა

ფილიპინების რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ტურიზმის მინისტრს, მარია ესპერანსა ქრისტინა გარსია ფრანკოს შეხვდა, ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობები და ტურიზმის სექტორში პოტენციური პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში, აჭარაში არსებულ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

თორნიკე რიჟვაძემ ფილიპინების რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრი ქვეყანაში არსებული ტურისტული რესურსებისა და ბიზნესგარემოს უკეთ გასაცნობად საქართველოში მოიწვია.

2022 წელს ქვეყანაში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 3.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. 2022 წელს აჭარაში უცხოელი და შიდა ვიზიტორების  მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 3 მილიონს აღემატება.  სრულად არის აღდგენილი ვიზიტები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics