|
2022-11-09 17:31:37, 1736 ნახვა
რეგიონი
დღეს, როლანდ ბერიძემ დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირებული ამბულატორია მოინახულა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირებული ამბულატორია მოინახულა. პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში ფუნქციონირებს, რომელიც მოწყობილია შესაბამისი სტანდარტებით და სრულფასოვნად ემსახურება სოფლის მოსახლეობას. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია კიდევ ორ დანდალოს და ზვარის სამედიცინო პუნქტს უტარდება. პირველადი ჯანდაცვის ცენტრები აღჭურვილია სამედიცინო ინვენტარით, ექიმის ჩანთა შევსილია პირველადი სამედიცინო საშუალებებით და თითოეულ ამბულატორიას ემსახურება ავტომობილი რათა საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას გაეწიოს მყისიერი პირველადი სამედიცინო დახმარება. ქედის მუნიციპალიტეტში სულ 10 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და 40 თემის სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)