2015-02-06 10:47:01, 792 ნახვა
სამართალი
ყვარელში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის ჭრის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურის თანამშრომლებმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე -ტყის ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამღვევბმა წითელის ნუსხის სახეობის წაბლის ჯიშის ხე-მცენარე უკანონოდ მოიპოვეს. მიმდიარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა.
უწყების ცნობით, აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება ყვარლის შსს სამმართველოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან