23:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 16:43:02, 1456 ნახვა

რეგიონი
ლატვიის სამოგზაურო ტელეშოუ “We are coming to you” აჭარაზე გადაცემას ამზადებს

ლატვიის სამოგზაურო ტელეშოუ “We are coming to you” აჭარაზე გადაცემას ამზადებს. პოპულარული შოუს ეთერში აქცენტი ბათუმის, როგორც საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტებით მრავალფეროვან ქალაქზე კეთდება. გადამღები ჯგუფის ობიექტივში ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ინფრასტრუქტურასთან ერთად გონიოს ციხე, ბოტანიკური ბაღი და მთიანი აჭარა მოხვდა.  გადაცემა ლატვიის ცენტრალურ არხზე ოქტომბერში გავა და მას ასიათასობით მაყურებელი იხილავს. ლატვიის სამოგზაურო ტელეშოუ რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდა. 

ლატვია აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია. რიგადან აჭარას სტუმრობდა წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები, რომლებმაც რეგიონის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებების შესახებ სტატიები და სიუჟეტები გამოაქვეყნეს. წელს, პირველად ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები განხორციელდა რიგადან, სადაც აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამა აქტიურად მიმდინარეობდა. გარდა ამისა, გვიან გაზაფხულზე ბათუმს ლატვიის მსხვილი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ, რომელთა მიერ შემუშავებულმა ტურისტულმა პაკეტებმა ხელი შეუწყო აჭარაში ლატვიელი ტურისტების შემოყვანას. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics