22:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-26 15:16:29, 1363 ნახვა

რეგიონი
სოფელ ტომაშეთში სკვერს, მეცნიერ ტარიელ ფუტკარაძის სახელი მიენიჭა

შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, სოფელ ტომაშეთში მდებარე სკვერს, პროფესორ, ტარიელ ფუტკარაძის სახელი მიენიჭა.

ღონისძიებას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოება ესწრებოდა.

ჩვენი კუთხის შვილი,  პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, უამრავი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და პუბლიცისტური წერილების  ავტორი იყო. იგი ასევე,  გახლდათ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ღირებულებების ქართული ენის, კულტურის, ტრადიციების დიდი ქომაგი.

ტარიელ ფუტკარაძე  საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი იყო, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენის თანამონაწილე.

პროფესორს, დიდი წვლილი მიუძღოდა მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო სფეროს ხელშეწყობაზე, მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში, სახალხო დღესასწაულებსა და ფესტივალებში. 

მისი ინიციატივით დაარსდა დღესასწაული ,,კუნტიჯვრობა“. პროფესორის გარდაცვალების შემდეგ მშობლიურ შუბნის სკოლას მიენიჭა ტარიელ ფუტკარაძის სახელი. მერიამ, წარჩინებულ სტუდენტებზე დააწესა ,,ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია". მინიჭებული აქვს ,,საპატიო შუახეველის“ და ,,მარეთელის“ წოდება.

ტარიელ ფუტკარაძე, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია თბილისში, მახათას მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics