16:30 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-07 11:53:30, 1199 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამაში, 12 ოჯახი ჩაერთო

საცხოვრებელი ფართების თანადაფინანსებით შეიძენის მიზნით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამაში, სტიქიის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახი ჩაერთო. 

აღნიშნული საკითხი, შერეულ სამთავრობო კომიის სხდომაზე გადაწყდა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა. კომისიის წევრებმა სულ განიხილეს 26 ეკომიგრანტი ოჯახის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა, წარმოდგენილი დკუმენტაციის მიხედვით თანხმობა 12 ოჯახზე გაიცა, დანარჩენი ოჯახების მონაცემები დამატებითი შესწავლის მიზნით დაუბრუნდა მუნიციპალიტეტების მერიებს.

„სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამას. წელს აჭარის მთავრობის მიერ თანადაფინასება 30 000 ლარამდე გაიზარდა. კომისიაზე მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი ოჯახები, რომლეთა მიმართ დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული საცხოვრებელს სწორედ გაზრდილი დაფინანსებით შეიძენენ“ - განაცხადა ედუარდ ნაკაშიძემ.

მიმდინარე წელს პროგრამის ბიჯეტი 3 080 000 ლარს შეადგენს. გათვალისწინებულია 100-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 30 000 ლარი. პროგრამის ფარგლებში სახოვრებელი ფართი უკვე შიძნა 38-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა. დამატებით 12 ოჯახს უახლოეს პერიოდში დაურეგისტრირდებათ.

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელიდან მოქმედებს. ჯამში საცხოვრებელი შეიძინა 590-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კოდაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა
მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა
რეჟიმის წარმომადგენელი კვარაცხელია - საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ხმის მისაცემად უნდა ჩამოვიდეს ქვეყანაში
ხუნდაძე -ფასების შემცირებაზე კომისია შევქმენით, მაგრამ ფასები იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics