21:43 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 13:35:19, 1191 ნახვა

რეგიონი
კანიონინგი კაპნისთავში - აჭარას ახალი ტურისტული პროდუქტი შეემატა

ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში კიდევ ერთი კანიონი უმასპინძლებს. კაპნისთავის კანიონი, სადაც კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მონტაჟი მიმდინარეობდა, ტურისტების მისაღებად მზადაა. ახალი კანიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა კანიონერ გიდებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად დალაშქრა. 

კაპნისთავის კანიონი ბათუმთან ახლოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპნისთავში მდებარეობს. 600 მეტრი სიგრძის კანიონზე ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულებს 8 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაშვება შეუძლიათ, რომელთაგან ყველაზე მაღალი 35 მეტრია. სოფელი კაპნისთავი ულამაზეს ხეობაში ჩაფლული ჩანჩქერების სიუხვით, საცალფეხო ბილიკებით, ხელოვნურად შექმნილი აუზებით, საკემპინგე ადგილებით, სოფლის ცენტრში არსებული ღია მუზეუმით და უძველესი წისქვილებით გამორჩეული ტურისტული ადგილია. 

უჩხოს კანიონის შემდეგ ეს რიგით მეორე კანიონია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ რეგიონში კანიონინგის მოყვარულებისთვის მოაწყო. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics