14:55 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 17:04:55, 1722 ნახვა

რეგიონი
აჭარაში 9 ეკომიგრანტმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები გაზრდილი დაფინანსებით შეიძინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, 2022 წელს, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებული თანადაფინანსება 30 000 ლარამდე გაზარადა. სპეციალური პროგრამის ფარგლებში, დღეს 9 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები ბათუმის იუსტიციის სახლში საკუთრებაში დაურეგისტრირდა.

„სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი 592 -მა ოჯახმა შეიძინა. აღნიშნული პროგრამით საცხოვრებლის პრობლემა ათეული წლის წინ სტიქიის შედეგად დაზარალებულ არაერთ ოჯახს მოეხსნა. პროგრამა ვრცელდება აჭარაში მცხოვრებ ყველა ეკომიგრანტ ოჯახზე. წელს, აჭარის მთავრობამ დაფინანსება გაზარდა როგორც ეკომიგრანტებისთვის, ისე ხანძრით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლის შეძენის ან ადღგენა/რეაბილიტაციისათვის“, - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

კერძოდ, 2022 წლიდან ფინანსური მხარდაჭერა ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის 25 000 ლარის ნაცვლად, გაიცემა 30 000 ლარი. ხანძრით დაზიანებული ოჯახების სახლების რეაბილიტაცია/მშენებლობისთვის 15 000 ლარის ნაცვლად გამოიყოფა 20 000-ლარამდე.

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს საცხოვრებელ ფართებს თანდაფინანსებით ჯამში, შეიძენს 100 ეკომიგრანტი ოჯახი, პროგრამით უკვე ისარგებმა 40-მა ბენეფიციარმა. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 3 080 000 ლარს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics