01:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 10:54:52, 1758 ნახვა

სხვადასხვა
გუტიერეში - შოკირებული ვიყავი როდესაც გავიგე, რომ ორი რაკეტა აფეთქდა იმ ქალაქში, სადაც მე ვარ

პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ  განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ ერთდროულად ხუთი რაკეტა გაისროლა კიევზე იმ მომენტში, როდესაც იქ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში იმყოფებოდა.

რაკეტები აფეთქდა ქალაქის ცენტრალურ შევჩენკოს რაიონში. შედეგად, ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა.

ერთ-ერთი რაკეტა იმ სასტუმროს სიახლოვეს ჩამოვარდა, სადაც გაეროს გენერალური მდივანი იმყოფებოდა.

დარტყმა გუტერეშისა და ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულებიდან მხოლოდ ერთი საათის შემდეგ მოხდა, რომლის დროსაც გაეროს ხელმძღვანელმა გააკრიტიკა უშიშროების საბჭო ამ ომის თავიდან ვერ აცილების ან შეჩერების გამო.

აფეთქებისას არც გენერალური მდივანი და არც მისი დელეგაციის წევრები არ დაშავებულან. გუტერეშის წარმომადგენლის თქმით, დაბომბვის დროს დელეგაციის წევრები უკრაინის პრემიერ-მინისტრს მის კაბინეტში ხვდებოდნენ და არცერთი მათგანი სასტუმროში არ იმყოფებოდა.

„შოკირებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ორი რაკეტა აფეთქდა იმ ქალაქში, სადაც მე ვარ“, - თქვა გუტერესმა BBC-სთან ინტერვიუში.

”აუცილებელია ამ ომის დასრულება და ჩვენ აბსოლუტურად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი ამ ომისთვის”, - დასძინა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics