2022-04-28 18:11:02, 1805 ნახვა
რეგიონი
შუახევში, სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
დღეს, მორიგი შეხვედრა გაიმართა ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ნოშეხვედრას, შუახევის მერის მოადგილე, გურამ ზოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, მირიან ქათამაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრიდონ ფუტკარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა წარმოადგენს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),