2022-03-21 15:18:39, 1385 ნახვა
რეგიონი
შუახევში, ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხიჭაურის ბაგა-ბაღში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო
21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი ტყის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ხიჭაურის ბაგა-ბაღში ღონისძიება გაიმართა. პატარებმა, წარმოადგინეს ლიტერატურული პერფორმანსი და მოაწყეს თემატური გამოფენა.
ღონისძიებას, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილე რუსუდან შავაძე და საკრებულოს წევრი, მალხაზ ტაკიძე ესწრებოდნენ.
ხელმძღვანელმა პირებმა, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ტყის მნიშვნელობასა და დაცვაზე ესაუბრეს.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),