04:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 18:14:57, 1239 ნახვა

რეგიონი
სოფელ იგოეთში ახალი საბავშო ბაღი გაიხსნა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ახალი საბავშვო ბაღის შენობა გახსნეს. ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერია იუწყება.

მათივე ცნობით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 696 326 ლარით  დაფინანსდა და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. ბაღი აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით,  ეზოში საბავშვო მოედანზე კი გასართობი საშუალებებია მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ ადგილზე დამატებით სამუშაო ადგილებიც გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში საბავშვო ბაღი 30 წელია არ არსებობდა და ბავშვები   მშობლებს მერიის დაქირავებული ტრანსპორტით მეზობელი სოფლის საბავშვო ბაღში დაჰყავდათ.

,,სკოლამდელ დაწესებულებებში სათანადო პირობების შექმნა მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტია. გარდა ამისა, საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ ზემო ხანდაკში, უახლოეს დღეებში კი სოფელ სამთავისის საბავშვო ბაღის  რეაბილიტაცია დაიწყება. მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კეთილმოწყობის პროცესს გავაგრძელებთ, რათა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პატარას ჰქონდეს  აღზრდის თანაბარი პირობები - ლამაზ გარემოში განათლების მიღების შესაძლებლობა“ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics