11:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 15:57:16, 1364 ნახვა

რეგიონი
ომარ ტაკიძე კულტურის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად კულტურის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას, კულტურის ცენტრის ადმინისტრაციული სამსახური, ცენტრთან არსებული ანსამბლის ხელმძღვანელები, ბიბლიოთეკის და მუზეუმის განყოფილებებისა და მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ამასთანავე, კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა უახლოეს პერიოდში განსახორციელებელ აქტივობებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე, არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა, ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალში კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალური და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობაზე.
 
აღინიშნა, რომ შუახევს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კულტურის ცენტრი ექნება, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებულთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და კულტურული ღონისძიებების ხარისხის ამაღლებას.
 
ომარ ტაკიძემ სამუშაო შეხვედრაზე, ახალი პროექტების, ღონისძიებების, ინიციატივების აუცილებლობასა და თითოეული რგოლისა და წარმომადგენლის სამუშაო პროცესში აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. კულტურის სფეროში დასაქმებულებს სამომავლო გეგმების განხორციელებაში მხარდაჭერას დაჰპირდა.
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics