11:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-08 15:02:25, 817 ნახვა

რეგიონი
2022 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება გაზარდა

2022 წელს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება გაზარდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ,,მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების" პროგრამის ფარგელბში ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ დარჩენილი თანხის 80% (ნაცვლად 70% ისა), არაუმეტეს 30 000 ლარისა (ნაცვლად 25 000 ლარისა).

მათივე ცნობით, პროგრამით განიხილება იმ პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით "მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში".

"პროგრამის მიზანია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის დაცვა საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისაგან.

ამავე პროგრამით, ასევე ფინანსდება 18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ძვირადღირებული ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვისა (100 000 ლარიდან - 210 000 ლარამდე) და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება ორი პაციენტისათვის, თითეულ პაციენტზე 200 0000 - 200 000 ლარი.

მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა და შედგენს 1 410 000 ლარს.

2021 წელს საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა 37 პაციენტს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics