|
2021-12-24 18:34:36, 2093 ნახვა
რეგიონი
ჰაიდელბერგცემენტმა კასპის ქარხნის მიმდებარედ წინასაახალწლო ღონისძიება გამართა
ელფები, თოვლის პაპა, გასართობი თამაშები, ფერადი ბუშტები, ფეხბურთის ბურთები, კონკურსები და საჩუქრები გამარჯვებულებისთვის - ჰაიდელბერგცემენტმა კასპის ქარხნის მიმდებარედ წინასაახალწლო ღონისძიება გამართა. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, განსაკუთრებული საჩუქრები ბავშვებს ახლად აღდგენილ ფარნავაზის ქუჩაზე კომპანიის მიერ რეაბილიტირებულ სპორტულ მოედანზე გადაეცათ, რომელიც 23 დეკემბერს გაიხსნა. შეხვედრაზე სასაჩუქრე პაკეტები მიიღო ფარნავაზის ქუჩაზე მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმაც. „ღონისძიებას ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას რეალიზაციის და მარკეტინგის დირექტორი - ირაკლი მახარობლიძე. ვახტანგ მაისურაძემ ირაკლი მახარობლიძეს თანამშრომლობისთვის, პატარების გახარებისა და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და კომპანიის წარმომადგენლებს და მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.“ - ნათქვამია მუნიცპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)