16:28 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-24 17:43:25, 2067 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა, რომელსაც როლანდ ბერიძე ხელმძღვანელობდა

ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა, რომელსაც მერი როლანდ ბერიძე ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომას, შტაბის წევრებთან ერთად მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პროექტების მართვის სამსახურის ქედის განყოფილების უფროსი გოჩა ბერიძე ესწრებოდნენ.

შტაბის წევრებმა მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად შექმნილ ვითარებასა და საჭიროების შემთხვევაში გასატარებელ ოპერატიულ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

ორდღიანი უამინდობის შემდეგ ქედაში გამოიდარა. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1,5 მეტრს აღწევს. ინტენსიურად იწმინდება, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი, ასევე სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. ტექნიკური ჯგუფების მიერ, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.

 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics