|
2021-12-24 15:35:53, 876 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მერმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს და გიორგი ციბაძეს უმასპინძლა
„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე გაეცნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილეს გიორგი ციბაძეს უმასპინძლა. ცენტრალური და ადგილობივი ხელისუფლების წარმოამდგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისის ცენტრალური ქუჩის ერთ მონაკვეთზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის, 104-დან 110-ის ნომრის ჩათვლით მონაკვეთზე მდებარე შენობების ფასადის ქვა-ბამბის მასალით შეფუთვა განხორციელდა, რაც სახლების ენერგოეფექტურობას განაპირობებს. „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ასევე კულტურის სახლის წინ მდებარე სკვერი კეთილმოეწყობა. სკვერში უკვე დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარე განათებები და ახალი საბავშვო ატრაქციონი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)