16:28 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 13:43:52, 920 ნახვა

რეგიონი
მცხეთა -მთიანეთის მხარეში სასწრაფო დახმარების 2 ახალი შენობა გაიხსნა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის მხარეში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების  ცენტრის 2 ახალი შენობა გაიხსნა. დუშეთისა და ფასანაურის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას  ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.

უწყების ცნობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

„ადმინისტრაციული შენობები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაცისა და  გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ალექსანდრე კალანდიასთან, მცხეთა -მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან და  დუშეთის მუნიციპალიტეტის მერ მანანა ნარიმანიძესთან ერთად მოინახულა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. “ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics