02:55 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-08 12:23:09, 865 ნახვა

რეგიონი
ხობის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემა წესრიგდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „საქართველოს მელიორაცია“, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში ხობი-უტორას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 3 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის  კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.  

უწყების ცნობით, სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 25 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს და ერთწლოვანი კულტურების წარმოების შესაძლებლობას და მოსავლიანობას გაზრდის.  

მათივე ცნობით, დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები დეკემბერში დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics