|
2021-08-26 13:07:54, 785 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება
კორონავიურისის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, შეხვედრა სასტუმრო "ლე-მერიდიენ“-ის თანამშრომლებთან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გამართეს. შეხვედრაზე განთავსების სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოში ვაქცინაციის პროცესის, ვაქცინების წარმომავლობისა და ვაქცინაციის უპირტესობის შესახებ. თინათინ ზოიძემ სასტუმროს პერსონალს აცრისკენ მოუწოდა და ტურისტულ სექტორში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი, ნანა ჯინჭარაძე ესწრებოდა. აჭარაში ვაქცინაციის პროცესი 24 დაწესებულებაში მიმდინარეობს. მათ შორისაა 21 სამედიცინო დაწესებულება, ორი სავაჭრო ცენტრი (მეტროსითი, ბათუმი მოლი) და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დღეიდან ვაქცინაცია დაიწყო აჭარის სოფლებში. ამჟამად აჭარაში ადმინისტრირებულია 127 850 ვაქცინა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)