20:13 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-30 14:34:50, 1202 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

ქალაქ ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების საშუალებით, მოქალაქეების საყოველთაო აცრა მიმდინარეობს. - ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ვაქცინაციაში მონაწილეობა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმაც მიიღო, რომელმაც ვაქცინის მეორე დოზა ოჯახის წევრებთან ერთად გაიკეთა.

მათივე ინფორმაციით, მასობრივი ვაქცინაციის პროცესს დღეს საჯარო მოხელეები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლები და მოქალაქეები შეუერთდნენ.

ქალაქ ბოლნისში, მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე, პირდაპირ, კლინიკაში ვიზიტის დროსაც. გარდა ამისა, ვიზიტის დასაჯავშნად, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3.

„პანდემიის დამარცხების ერთადერთი ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა. სხვის სიცოცხლეს საფრთხე რომ არ შევუქმნა, დღეს ვაქცინის მეორე დოზა გავიკეთე. ახლა უკვე სრულად ვაქცინირებული ვარ.  ვაქცინაციის პროცესში ჩემი ოჯახიც, მათ შორის ჩემი მშობლებიც ჩაერთნენ. გასულ წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მკაცრ საკარანტინო პირობებში მოუწია ცხოვრება და ბოლნისელებმა, ალბათ, ყველაზე კარგად ვიცით, თუ რა საშიშია კორონავირუსი, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები სიცოცხლის დასაცავად ვაქცინაციაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ. მეგობრებო, ვაქცინა გვიცავს და ეს არაერთი სამეცნიერო კვლევითაა დადასტურებული. მსურს, ბოლნისის ცენტრალურ კლინიკას, მის თოთოეულ თანამშრომელს, ვაქცინაციის პროცესში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics