|
2021-07-21 16:00:32, 1343 ნახვა
რეგიონი
მემთეურებისთვის და ტურისტებისთვის მგზავრთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამა ამოქმედდა
გომისა (თაგინური) და საიჩარის მთების მიმართულებით, მგზავრთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამა ამოქმედდა. - ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ ქედის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 5 000 ლარი გამოიყო და სერვისით, როგორც მოიალაღეები, ასევე, ტურისტები ისარგებლებენ. პროგრამა 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. ქედის მერიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მოთხოვნის, მანძილისა და მოიალაღეთა სიმრავლის გათვალისწინებით მიიღეს. პროგრამას ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმო განახორციელებს. მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში, გამოყოფილია ერთი 24 ადგილიანი ავტობუსი და ერთი 16 ადგილიანი მიკროავტობუსი. ,,გასვლის განრიგი კი ასეთია: ყოველ ორშაბათს 08:00 საათი – ცხმორისის ცენტრიდან – თაგინურის მიმართულებით; ყოველ ხუთშაბათს 08:00 საათი – ცხმორისის ცენტრიდან – თაგინურის მიმართულებით; ყოველ შაბათს 08:00 საათი – ცხმორისის ცენტრიდან- საიჩარის მიმართულებით.’’ - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)