13:03 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-19 17:25:00, 649 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენს პარტნიორებთან ერთად ძალიან მალე შევძლებთ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი

დღეს ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია – "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" გაიხსნა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა, მაია სანდუმ, ვლადიმირ ზელენსკიმ და შარლ მიშელმა. ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერების აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

,, ბათუმი უკვე ტრადიციულად მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას. წელს ეს კონფერენცია ეძღვნება ევროკავშირის კუთხით კიდევ უფრო მეტ გაძლიერებას. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ამ კონფერენციას ესწრებიან მაღალი რანგის სტუმრები, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი, ასევე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერები და დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ძალიან მალე შევძლებთ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics