10:46 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-19 12:33:34, 1403 ნახვა

რეგიონი
ომარ ტაკიძე საკრებულოს თავმჯდომარესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჩირუხის მთაში იმყოფებოდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჩირუხის მთაში იმყოფებოდა.

საზაფხულო იალაღებზე შუბნის, ოლადაურის, უჩამბის და დღვანის სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მთაში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

ომარ ტაკიძემ, მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე, ჩირუხის მთის ცენტრის კეთილმოწყობასა და ტურისტული განვითარების კონცეფციაზე ესაუბრა. მთაში, მოსახლეობას ელექტროენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება.

სეზონის გახსნამდე გაიწმინდა მისასვლელი გზები, უახლოეს დღეებში მოხდება შიდასაუბნო გზების მოწესრიგება. გასულ წელს რამდენიმე ლოკაციაზე მოყვანილი იქნა სასმელი წყალი. მოსახლეობის წყლის უზრუნველყოფის მიზნით პროექტები მიმდინარე წელსაც განხორციელდება.

მალე ამოქმედდება იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაყვანის პროგრამა, რომლითაც ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივები ასევე ტურისტები. ამბულატორიის ექიმები, თსპ-ს ექთნებთან ერთად მოიალაღეებს პრევენციის მიზნით სამედიცინო დახმარებას ადგილზე გაუწევენ. სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია პირველადი მოხმარების მედიკამენტებით.

ტურისტული თვალსაზრისით ჩირუხი მალე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდება, რაც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის, სოფლის ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების პოპულარიზაციას, ასევე დასაქმებასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics