|
2021-06-16 19:02:37, 1045 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 200 ათასი ლარით იზრდება
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 200 000 ლარით იზრდება. უწყების ფინანსურ დოკუმენტში ცვლილების შეტანის თაობაზე აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. საკითხი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ წარადგინა. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში სამინისტროს ბიუჯეტი 27 200 000 ლარი იქნება. ნამატი თანხა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებზე გადანაწილდება. კერძოდ გაიზრდება - მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების, ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის, ბავშვთა ადრეული განვითარების, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისა და შშმ პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამების ბიუჯეტი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)