13:02 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 13:45:50, 1015 ნახვა

რეგიონი
სოფელ ქვემო ჭალაში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა

სოფელ ქვემო ჭალაში საბავშვო ბაღის  სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. შენობაში შეიცვალა კარ-ფანჯარა, ელექტრო და სანიტარული კვანძები, გაილესა შენობის შიდა და გარე კედლები, მოეწყო გათბობის სისტემა, დასრულების პროცესშია   ჭერის  და  მეტლახის, კაფელის დაგება.  ამჟამად მიმდინარეობს  სამღებრო სამუშაოები  და კეთილმოეწყობა ეზო.

აღნიშნული საბავშვო ბაღის სამუშაოებს სს „სამშენებლო ტრესტი #3“ ახორციელებს, მისი ღირებულება 284 988 ლარია.  მშენებლობა,   რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

განახლებული შენობა  7 სოფლის აღსაზრდელებისა და პედაგოგების პირობების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მათგან 4 სოფელი მაღალმთიანია, 5 კი გამყოფი ხაზის პირა.  მუნიციპალიტეტში ამჟამად სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულების პროცესშია, ხოლო სოფელ ზემო რენეში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ. 

#სკოლამდელიაღზრდისინფრასტრუქტურა





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics