03:50 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-27 17:42:04, 653 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს. სხდომას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა.

კომისიის რეკომენდაციითა და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული 14 ოჯახს გაეწევა.

გამოიყოფა 106 914 ლარი, რაც მოხმარდება დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა/მშენებლობა/რეაბილიტაციას.

„შერეული სამთავრობო კომიის მორიგ სხდომაზე განვიხილეთ სხვადასხვა სტიქიური მოვლენების დროს დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი. კომისიის რეკომენდაციას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ მთავრობის თავმჯდომარეს. დახმარებას ხანძრის შედეგად დაზარალებული 6 ოჯახი და ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული 8 ოჯახი მიიღებს. თანხები გადანაწილდება ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებზე “, - განაცხადა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

2021 წელს, იანვრიდან დღემდე, აჭარის მთავრობის სარეზევო ფონდიდან სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 36 ოჯახს ფინანსური დახმარების სახით ჯამში გაეწია 332 530 ლარი. 2020 წელს აღნიშნული მიმართულებით სარეზერვო ფონდიდან 1411 ოჯახს გამოეყო 2 729 814 ლარი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics