2021-05-26 22:17:50, 701 ნახვა
რეგიონი
სოფელ გუმათში პოლიციის გაძლიერებული რაოდენობაა მობილიზებული
სოფელ გუმათში პოლიციის გაძლიერებული რაოდენობაა მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელბებმა გუმათის დასახლებაში შეკრება დილიდან დაიწყეს. ასევე აღმართეს რკინის ჯებირებიც.
სამართალდამცავების მობილიზება „რიონის ხეობის მცველების“ განცხადებას მოჰყვა. ვარლამ გოლეთიანმა თბილისში გამართულ აქციაზე აღნიშნა, რომ „რიონის ხეობის მცველები“ ხეობაში დაბრუნებას აპირებდნენ.
როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები ჯერ გუმათში, ხოლო შემდეგ ჰესის მშენებლობის ადგილზე ასვლას ეცდებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,