2021-05-26 13:03:00, 714 ნახვა
რეგიონი
სამართალდამცველებმა გუმათში რკინის ჯებირები აღმართეს
სამართალდამცველებმა გუმათის დასახლებაში რკინის ჯებირები ისევ აღმართეს.
რიონის ხეობის მცველების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადგილზე განსაკუთრებული მობილიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ადგილზე ჩასვლა დააანონსა.
რიონის ხეობაში მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში 23 მაისიდან იმართება. აქციის მონაწილეები დედაქალაქში დღეს კიდევ ერთ აქციას გამართავენ, რის შემდეგაც რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,