22:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 19:29:25, 750 ნახვა

რეგიონი
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან, სანია სელებიჩ-ლუკოვაცისთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს კოვიდ პანდემიის პერიოდში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და IOM-ის მიერ განხორციელებული პროექტების განხილვა და სამომავლო გეგმების გაცნობა წარმოადგენდა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მიგრაციის კუთხით რეგიონალურ გამოწვევებს.

მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა გააცნო. მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის მერ ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული პროექტებისა და მიგრანტებისათვის გაწეული დახმარებისათვის.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია არასამთავრობო სექტორთან ერთად აჭარაში ახორციელებს რამდენიმე პროექტს, მათ შორისაა - უცხოელ მიგრანტთა ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა. ამავე ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერითა და კონსულტაციით აჭარიდან გემანიაში გახორციელდა სამუშაოს მაძიებელთა ლეგალური დასაქმება. შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კახიძემ. მან ასევე წარმოადგინა ინფორმაცია სააგენტოს პროგრამების ფარგლებში მიგრანტებისათვის გაწეული დახმარების შესახებ.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერი, მაია ვიბლერი და ბათუმის ოფისის კოორდინატორი, ნანა პაპიაშვილი ესწრებოდენენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics