06:15 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-14 21:24:13, 648 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ სამუშაო შეხედრა გამართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, სამუშაო შეხედრა გამართა ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულთან და სოფლის თანაშემწეებთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ერთობლივად იმსჯელეს წამოჭრილი საკითხების  მოკლე ვადებში  გადაწყვეტაზე.

ომარ ტაკიძემ ყურადღება გაამახვილა, მერიის მიერ დაგეგმილი სიახლეებისა და მიმდინარე პროექტების   მოსახლეობაზე დროულად მიწოდების საკითხზე და ამ კუთხით სოფლის რწმუნებულების ჩართულობაზე.

აღსანიშნავია, რომ  ინფრასტრუქტურის მიმართულებით სოფლებში,  მოსახლეობაზე ორიენტირებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა სოფლის ცენტრები, ამბულატორიები, სპორტული მოედნები, გარე განათებები, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სხვა   ა.შ.

დღესვე, ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ  ჭვანის ცენტრში მცხოვრები  დიმიტრაძეების პრობლემას, რომლებიც წლებია საფეხმავლო ბილიკით სარგებლობენ და სამანქანე გზით არასდროს უსარგებლიათ. ომარ ტაკიძის განცხადებით დიმიტრაძეების საკითხი, მაქსიმალურ ვადებში იქნება გადაწყვეტილი და ოჯახები, მალე  ახალი საავტომობილო გზით ისარგებლებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics