2021-05-09 17:17:49, 731 ნახვა
რეგიონი
სტიქია გორის მუნიციპალიტეტში - სოფელ ატენში გადაადგილება თითქმის შეუძლებელია
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში უხვი ნალექის გამო წყლის დიდმა ნაკადმა გაანადგურა სოფელში არსებული გზა.
როგორც ცნობილია ასევე ჩამოიშალა გარკვეულ ადგილებზე კლდის ნაწილები, რის გამოთაც სოფელთან დამაკავშირებელი გზები ჩაიხერგა რამდენიმე ადგილას.
ამ წუთებში სოფელში მძიმე ტექნიკა მუშაობს და გზის გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე საათში დასრულდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,