23:58 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-08 11:42:31, 1020 ნახვა

რეგიონი
ამბროლაურში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რაჭაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეებმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შხივანას ტყის ფონდში უკანონოდ მოჭრეს 4 ძირი სოჭის სახეობის ხე-მცენარე და მათგან მიღებული, ჯამში 14 ერთეული მორის უკანონო ტრანსპორტირება სოფელ ბეთლევში მოახდინეს. სამართალდამრღვევებს,  უკანონოდ მოპოვებული მორები საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიებზე ჰქონდათ განთავსებული. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქეს.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics